პროექტ „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზებაში ჩართულ კომპანიებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამ პროექტზე, სანქციების რისკის ქვეშ არიან“, - განუცხადა სააგენტოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ის ასევე ამტკიცებს, რომ გაზსადენი საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპის საერთო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ევროპის სტაბილურობას, რუსეთის ხელში კიდევ ერთი პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტის გადაცემით, განსაკუთრებით კი უკრაინაზე გავლენის.
შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის გავლით, რომელიც რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს გერმანიასთან და მისი წლიური გამტარუნარიანობა იქნება 55 მილიარდ კუბური მეტრი გაზი. აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, უკრაინა და აშშ.
კოკა კვირკველია