მიმდინარე წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 12,714 მილიარდ ლარს (5,186 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA); აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 30 ივნისის მდგომარეობით 2,736 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 2,621 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2,139 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.