რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში (+ინფოგრაფიკა)

საქართველოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დასაქმებულები იღებენ.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ამ სფეროებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2305.2 ლარს შეადგენს.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სფეროების სიაში მეორე ადგილზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებია, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურებამ 1743.2 ლარი შეადგინა.

შემდეგ პოზიციაზე ინფორმაცია და კომუნიკაცია 1686.1 ლარის ხელფასით გავიდა. მეოთხე პოზიციაზეა მშენებლობა - ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1551.8 ლარს შეადგენს.

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სფეროებში 1400 ლარია.

bpn

ლიკა ამირაშვილი