შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, სისტემაში ხელფასების ზრდა გაგრძელდება.ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ გავზარდეთ პოლიციელების ხელფასები და მინდა ვთქვა, რომ სისტემაში ხელფასების ზრდა გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან პოლიციის თანამშრომლების ხელფასი 250 ლარით გაიზარდა.