„ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებისგან მაინტერესებს, აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას"

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს არ ვიცნობდი და ბუნებრივია, მაინტერესებს მათი ხედვა, აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რის დასმასაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის გეგმავს.

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს არ ვიცნობდი და ბუნებრივია, მაინტერესებს მათი ხედვა, აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას იმიტომ, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და დავძლიოთ ის უმუშევრობა და სიღარიბე, რაც ქვეყანაშია. ამ ეტაპზე, მათგან ეს არ მოგვისმენია. ეს არის მთავარი კითხვა ისევე, როგორც ფინანსთა მინისტრი რამდენად აპირებს სწორად გადაალაგოს ბიუჯეტი იმისათვის, რომ პენსიები გაიზარდოს და არსებულ ბიუჯეტში ჩვენ ამის რესურსს ვხედავთ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.