„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარი (28.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ აშშ დოლარი (23.0 პროცენტით მეტი) იყო.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში 2 798.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი შეადგინა.