აშშ-მა ევროპულ კომპანიებს ირანთან ვაჭრობის გაგრძელებაზე უარი უთხრა

აშშ-მ არ ისურვა სანქციებიის სიიდან ამოეღოთ ის ევროპული კომპანიები, რომლებსაც ეკრძალებათ სანქციების ამოქმედების შემდეგ ირანში საქმიანობა. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.

„გაზაფხულზე მე მივწერე წერილი ამერიკის ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს, დაეშვა გამონაკლისი ევროპული კომპანიებისთვის, რომლებიც ლეგალურად საქმიანობენ ირანში და დაეწესებინა მათთვის დამატებითი ვადები სანქციებისგან გათავისუფლებისთვის. ახლა ჩვენ მივიღეთ ამერიკისგან პასუხი და ეს პასუხი არის უარყოფითი“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აპირებს ირანის სანავთობო შემოსავლები დაიყვანოს ნულამდე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ბირთვულ შეთანხმებას და ირანს ადრე დაწესებულ სანქციებს განუახლებს, უფრო მეტიც, ამ სანქციებს შემოდგომაზე კიდევ ახალი და უფრო მკაცრი სანქციები დაემატება.

ამასთან, დაკავშირებით ლე მერმა განაცხადა, რომ საჭიროა სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება და ძალისხმევა მიმართონ ევროკავშირის კომერციული სუვერენიტეტის გარანტირებისკენ. „ევროპას სჭირდება შექმნას თავისთვის ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას მისცემს მას წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკულ სანქციებს და შეიმუშავოს ავტონომიური ფინანსირების ქსელი“ - აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რომელ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეთ სავაჭრო ურთიერთობები ევროპას.

კოკა კვირკველია