სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა.ამის შესახებ PMC Research ცენტრის კვლევაშია ნათქვამი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა.
ივნისში 3* სასტუმროს საშუალო ფასმა 143 ლარი შეადგინა, 4* - 247 ლარი, 5* - 403 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის - 73 ლარი.