საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 143 ლარი შეადგინა.ამის შესახებ PMC Research ცენტრის კვლევაშია ნათქვამი.
ამავე მონაცემების მიხედვით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში - 164 ლარი, თბილისში - 153 ლარი და აჭარაში - 150 ლარი დაფიქსირდა.
ივნისში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი - 89 ლარი, იმერეთი - 103 ლარი და გურია - 120 ლარი.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 247 ლარი შეადგინა.
4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები თბილისში - 268 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 257 ლარი და კახეთში - 231 ლარი დაფიქსირდა.
ივნისის თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 173 ლარი, იმერეთი - 197 ლარი და მცხეთა-მთიანეთი - 219 ლარი.