ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი ქობულიას აზრით, ქვეყანაში სიღარიბის ზრდა არ არის, მაგრამ არის სტაგნაცია სიღარიბის მიმართულებით.„საქმე იმაშია, რომ თუკი არის სტაგნაცია სიღარიბის მხრივ, ეს უკვე ძალიან ცუდია. ამიტომაც გვინდა რაღაც ახალი გავაკეთოთ, რათა ამ პრობლემის დაძლევა მოხდეს“, - განაცხადა ქობულიამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
მისივე შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არის ეკონომიკური ზრდა და ამ მიმართულებით 5-7%-იანი ზრდა მაღალი მაჩვენებელია.
„ეკონომიკა 10%-ით რომ გაიზარდოს, სტრუქტურულად არის ძალიან რთული. 5-7-8% არის მაღალი ზრდა. ზრდის 10%-ს რომ მივაღწიოთ, ეს არის სასწაული. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გვქონდეს რეალური მოლოდინები“, - განაცხადა ქობულიამ დეპუტატების კითხვის პასუხად.