ტურისტული სეზონისთვის, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით გზების ჰორიზოტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის გზის ცალკეული მონაკვეთებისა და სამტრედია-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზის ჰორიზონტალური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
„გზების ჰორიზოტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.