უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები გაძლიერდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განხორციელდება სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას.
„აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ტყის რესურსებით სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხდეს ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად და შემცირდეს ტყეზე ზეწოლა ეფექტიანი ზედამხედველობის/კონტროლის სისტემის დანერგვით, ასევე განვითარდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.