აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, აშშ დაუწესებს სანქციებს ევროკავშირს, ჩინეთსა და რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეწყვეტენ ნავთობის შეძენას ირანისგან.
„ჩვენი განზრახვა მდგომარეობს იმაში, რომ ვუზრუნველყოთ სანქციების აღსრულება, რომელიც დაკავშირებულია ირანულ ნავთობთან, ყველა მხრიდან, მათ შორის ჩინეთის მხრიდანაც“ - განაცხადა მნუჩინმა ამერიკის კონგრესში გამოსვლისას.
ამაზე კი ერთ-ერთმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ აშშ ისედაც სავაჭრო ომის მდგომარეობაშია ჩინეთთან. „და მაინც, ჩვენ განზრახული გვაქვს სანქციები აღვასრულოთ მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიმართ, როცა საქმე ეხება ირანულ ნავთობს“, - განაცხადა მნუჩინმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აპირებს ირანის სანავთობო შემოსავლები ნულამდე დაიყვანოს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი 8 მაისს განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ბირთვულ შეთანხმებას და ირანს ადრე დაწესებულ სანქციებს განუახლებს. უფრო მეტიც, ამ სანქციებს 4 ნოემბრიდან კიდევ ახალი და უფრო მკაცრი სანქციები დაემატება.
დღეისათვის ირანული ნავთობის მთავარი იმპორტიორები არიან ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ევროკავშირი. ამ ქვეყნების ნაწილმა კი სანქციების მოახლოების ფონზე უკვე შეამცირეს ირანისგან ნავთობის შეძენა.
კოკა კვირკველია