მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთი უზრუნველყოფის ქვეშ რამდენიმე მსესხებელზე 100 ათას ლარზე მეტის გაცემა აეკრძალათ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 1 უზრუნველყოფის ქვეშ რამდენიმე მსესხებელზე ჯამში, 100 ათას ლარზე მეტის გაცემა აეკრძალათ.ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 5 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესს“ ეხება.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მსგავსი ლიმიტი არ ჰქონდათ დაწესებული და ერთი უზრუნველყოფის ქვეშ რამდენიმე მსესხებელზე ჯამურად, დიდი მოცულობის სესხის გაცემა იყო შესაძლებელი. 5 ივლისის ბრძანების თანახად კი, „ერთ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის აღნიშნული რეგულაცია მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.