მიმდინარე თვიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი კიდევ უფრო მოიმატებს.
"ამ თვიდან უკვე 20%-ით გაიზრდება მეხანძრე-მაშველების ხელფასი. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად გამოვნახავთ იმის რესურსს, რომ მეხანძრე-მაშველებს მივცეთ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური ხელფასები,"- განაცხადა მღებრიშვილმა.