საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით საქართველო მეცხრე ადგილზეა, რაც არის ძალიან კარგი მდგომარეობა და საკმარისი, რომ მოხდეს ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დაბალანსებული და სწორად შერჩეული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ, არ ივიწყებს სოციალურ ვალდებულებებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა გადასახადების შესაძლო დაწევის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ეკონომიკაში და არ ელოდოს დახმარებებს ბიუჯეტიდან.