ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ივანე მაჭავარიანი ამ ეტაპზე უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს.
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვდა მოადგილეებს, თანამდებობის პირებს.
„უწყებაში დამხვდა საკმაოდ კვალიფიციური და მაღალპროფესიონალური კადრები. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც შევხვდი, საკადრო გადაადგილებებს ამ ეტაპზე არ ვაპირებ. თუმცა, დავაკვირდები სტრუქტურას და პროცესებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.