1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4478 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4478 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4478 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8458 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8483 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.