პორტალმა Focus2move-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარული კროსოვერი შეიყვანა.
ექსპერტების თქმით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საავტომობილო ბაზრის დაახლოებით 34% სწორედ აღნიშნულ ავტომანქანებზე მოდის. გარდა ამისა, იანვარ-მაისში 13%-ით მეტი კროსოვერი გაიყიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კროსოვერებს.
1.Toyota RAV4
2018 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოში 335 000 Toyota RAV4-ი გაიყიდა.
2. Volkswagen Tiguan
მეორე ადგილზე აღმოჩნდა გერმანული Volkswagen Tiguan-ი. 5 თვეში 332 000 ერთეული გაიყიდა.
3. Honda CR-V
მესამე ადგილზე 275 ათასი ავტომანქანით გავიდა Honda CR-V.
4. Hyundai Tucson
მეოთხე ადგილზეა Hyundai Tucson, წელს 5 თვეში კომპანიამ 235 789 ავტომანქანა გაყიდა.5. Nissan Qashqai
224 788 გაყიდული მანქანით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა Nissan Qashqai.6. Haval H6
Haval H6-ის მოდელის 200964 ავტომანქანა გაყიდია 2018 წლის 5 თვეში.7. Mazda CX-5
მე-7 ადგილზე გავიდა Mazda CX-5. წელს 5 თვეში მსოფლიოში 198 136 მანქანა გაიყიდა.8. Nissan Rogue
Nissan Rogue მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კროსოვერების ათეულში მე-8 ადგილზე აღმოჩნდა. წელს 5 თვეში მსოფლიოში 197 255 Nissan Rogue გაიყიდა.
9. Kia Sportage
2018 წლის 5 თვეში 192 773 ერთეული Kia Sportage გაიყიდა.10. Baojun 510
ათეულს ასრულებს Baojun 510. წელს 5 თვეში მსოფლიოში ამ ბრენდის 189 709 გაიყიდა.