ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს შემცირებული დინამიკა ენერგეტიკაში და ეს არ არის კარგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ჰესებში, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი აუცილებლად დასაცავი და გასათვალისწინებელია. აქვე ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ენეგეტიკაში დადგმული სიმძლავრეების განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ეკონომიკის განვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ეს იქნება დავალება ეკონომიკის სამინისტროსადმი, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რაც პროგნოზის მიხედვით გვაქვს“, - განაცხადა ბახტაძემ.