თბილისში მდებარე სახლი, სადაც სავარაუდოდ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა, 17,134,600 ლარად იყიდება.საუბარია, 5000 კვადრატული მეტრი ფართობის, ქვით და ხით ნაშენ სახლზე. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, სახლს აქვს დეკორატიული ბაღი; ხელოვნური ჩანჩქერი, ასევე სახლში არის შიდა აუზი.
ამ სახლის შესახებ, სადაც კახა ბენდუქიძე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა, ambebi.ge გასულ წელსაც წერდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშინ სახლი 3,5 მლნ დოლარად იყო შეფასებული. გამოცემის ცნობით, სახლი კახა ბენდუქიძეს 10 ათას დოლარად ჰქონდა ნაქირავები.