მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას

საპენსიო ფონდების ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენს ეკონომიკაში აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალური დაცვის მაღალი დონე შევქმნათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა.„ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას. ეს რეფორმა ყველა ქვეყანაში იყო ძალიან ცხარე დებატების საგანი და ბუნებრივია, ესაა ძალიან ლოგიკური მოვლენა. ეს გრძელვადიანი რეფორმაა. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთმა წარმატებულმა ეკონომიკამ, საპენსიო ფონდების გარეშე ვერ მიაღწია სოციალური დაცვის იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ევროპაში ვხედავთ. საპენსიო ფონდების ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენს ეკონომიკაში არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევქმნათ სოციალური დაცვის მაღალი დონე“, - განაცხადა ბახტაძემ.