ივნისში „ხაჭაპურის ინდექსი“ 0.7%-ით შემცირდა

ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.15 ლარი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 0.7%-ით ნაკლებია; ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით 2%-ით მეტია.ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსი ყველა ქალაქში დაეცა. ყველაზე დიდი 1.4%-იანი ვარდნა თელავში დაფიქსირდა, სადაც ივნისში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი საშუალოდ, 3.27 ლარი იყო. ბათუმში საფასური - 3.27 ლარი; ყველაზე ძვირი - 3.29 ლარი თბილისში; ხოლო ყველაზე იაფი ქუთაისში - 2.87 ლარი იყო.