ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ინფორმაციით, მიმდინარეობს წიაღისეულის რესურსის ათვისების სტრატეგიის შემუშავება.
როგორც ქობულიამ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს წიაღისეულის ათვისების საგრძნობი პოტენციალი გააჩნია, თუმცა არ აქვს წიაღისეულის რესურსის ათვისების სტრატეგია.
“მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება. ვვარაუდობთ, რომ შედეგებს წლის ბოლოს მივიღებთ. ეს ხდება “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ დახმარებით. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ შემდეგ კითხვებზე: - რა რესურსს ვვარაუდობთ, რომ გვაქვს; რამდენი უნდა ჩავდოთ ბიუჯეტში ამ რესურსის შესწავლაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სწორად გავანაწილოთ ლიცენზიები, გავყიდოთ ლიცენზიები აუქციონზე მაქსიმალურად მომგებიან ფასად მთავრობისათვის და ინვესტორისთვის და ასევე, გავითვალისწინოთ ის ინფრასტრუქტურა, რაც რესურსის ათვისებისთვის აუცილებელია. ამ კითხვებზე პასუხების შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით, ლიცენზიები რესურსებზე ბლოკებად “დავჭრათ“ და სწორად მოვაწყოთ აუქციონები, რომ ეს ლიცენზიები გაიყიდოს“, - განაცხადა ქობულიამ.