სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.
„ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით,უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა, დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 70-მდე ნიმუშის აღება. ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა“, - აცხადებენ სააგენტოში.