Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი BB+-დან BB-მდე შეუმცირა, მისი პროგნოზი კი ნეგატიურად შეაფასა.

როგორც სააგენტო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, „ქვეყანაში გაიზარდა რისკები მაკროეკონომიკისთვის“, მათ შორის „დეფიციტის გაზრდის გამო მიმდინარე ანგარიშში“ და „მეტად რთული გლობალური პირობების გამო საგარეო ფინანსირებისთვის“, ასევე ინფლაციის ზრდის გამო.

Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის ეკონომიკისადმი ნდობა ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა და პირველადმა ზომებმა პოლიტიკაში, რომელიც მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს გაურკვევლობა გაზარდა. სააგენტოში დასძინეს, რომ ამგვარი პირობები გაართულებს ქვეყნის ეკონომიკის „რბილად დაშვებას“.

შეგახსენებთ, თურქეთში ივნისში გამართული საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა, რომელმაც ქვეყნის ფინანსთა და ხაზინის მინისიტრად საკუთარი სიძე ბერატ ალბაირაკი დანიშნა, რომელიც მანამდე ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს იკავებდა.

კოკა კვირკველია