შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მიწა-კლდის ნაშალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.