ირანმა მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის და წყლის ექსპორტი შეწყვიტა

ირანის ხელისუფლებაში მიიღეს გადაწყვეტილება, შეწყვიტონ ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში.როგორც სააგენტო „შაფაქი“ წერს, ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა რეზა არდაკანიანმა განაცხადა.

„ჩვენ ნულამდე შევამცირეთ წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება ერაყისთვის, პაკისტანისთვის და ავღანეთისთვის. ამის მიზეზი კი ენერგო და წყლის რესურსების კრიზისი გახდა, რომელსაც განიცდის ახლა ირანი“ - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, თეირანის გადაწყევტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაციის გამწვავება ერაყის სამხრეთში. იქ უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი აქციები იმართება სწორედ რომ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის გამო, რომელიც რეგიონში ძალიან ცხელი პერიოდის განმავლობაში დაწესდა.

კოკა კვირკველია