ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 4 ადამიანი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა.უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი ამ წუთებში ტყიბულში მიემგზავრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.