რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული გვალვისა და უკრაინის მხრიდან დნეპრის სარწყავი არხის გადაკეტვის გამო უზარმაზარ დანაკარგზე საუბრობს.
საქმე ეხება მილიარდი რუბლისა და მოსავლის ნახევარზე მეტის დანაკარგზე.
ნახევარკუნძულზე წელს ძლიერი გვალვა ფიქსირდება, ხოლო უკრაინამ ჩრდილოეთ ყირიმის არხი გადაკეტა, რომლიდანაც დნეპრის წყლებით ირწყვებოდა ნახევარკუნძულის სოფლის მეურნეობის სავარგულები. ყირიმის სოფლის მეორნეობის სამინისტროს განცხადებით, განადგურებულია მარცვლეულის მოსალვის 50%, ხოლო მთლიანობაში წელს ორჯერ ნაკლებ მოსავალს ელოდებიან, ვიდრე 2017-ში, რა დროსაც რეკორდულად მაღალი 1,7 მილიონი ტონა მოსავალი აიღეს. წელს კი ნახევარკუნძულზე მხოლოდ 683 ათასი ტონა მარცვლეულია აღებული, რომელიც უკვე არის წელს ასაღები მოსავლის 80%.
ყირიმში 2,5 მილიონი ჰექტარი სოფლის მეურნეობის სვარგულიდან 1,2 მილიონი სახნავ-სათესია, მათი მესამედი კი ირწყვება. 2013 წლისთვის ნახევარკუნძულზე 300 ათასი ჰექტარი მოირწყა.
კოკა კვირკველია