ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-სთვის მეტოქეა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-ს სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი მეტოქე გვყავს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ჩვენი მეტოქეა, რას აკეთებენ ისინი ვაჭრობაში?“ - განაცხადა ამერიკის ლიდერმა და დასძინა, რომ რუსეთი ასევე მეტოქეა შტატებისთვის გარკვეულ ასპექტში, ხოლო ჩინეთი ეკონომიკურ საკითხებში.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდები არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი კონკურენციას გვიწევენ. მე პატივს ვცემ ამ ქვეყნების ლდიერებს, მაგრამ ვაჭრობის საკითხების მხრივ ისინი ჩვენ ნამდვილად გვიყენებენ. ამ ქვეყნების უმეტესობა ნატოს წევრიცაა და არ იხდიან საჭირო საწევროსაც“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკა ევროპელი პარნტიორების მიმართ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. დონალდ ტრამპი ევროკავშირს მისი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს, ხოლო ნატოს შემთხვევაში მათ მოუწოდებს გადაიხადონ საწევროები მშპ-ს 2%-ის ოდენობით, ისე როგორც ამას თავად აშშ აკეთებს.
კოკა კვირკველია