ჩინეთმა და ევროკავშირმა ვაჭრობის, საბაჟო და ინვესტიციების მიმართულებით შეთანხმებას მიაღწიეს

ჩინეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მემორანდუმს, რომელიც ერთმანეთთან თანამშრომლობაში ხელშეწყობას გულისხმობს, ისეთ სფეროებში როგორებიცაა ვაჭრობა, საბაჟოს რეგულაციები და ინვესტიციები.

ხელმოწერა გაფორმდა პეკინში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ლი კეციანის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკს და ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან კლოდ იუნკერს შორის.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმება ჩინეთ-ევროკავშირის მეოცე სააიუბილეო სამიტზე მოხდა. სამიტზე გლობალურ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. მხარეები ურთიერთკოორდინაციაზე და არსებული გამოწვევების წინაშე შეთანხმებით მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

კოკა კვირკველია