საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას ეროვნული ბანკი გაუწევს. ამის შესახებ ინიციატივა პარლამენტშია წარდგენილი.
საკანონმდებლო წინადადებების ავტორები პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე და დიმიტრი ხუნდაძე არიან.
აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა პარლამენტმა. მომხსენებლის განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტის პირველი მოსმნენით მიღების დროს ამ ორგანული კანონის მისაღებად საკმარისი ხმათა რაოდენობა არ აღმოჩნდა, ამიტომ თავიდან მოხდა მისი ინიცირება და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა.
აკაკი ზოიძის თქმით, სააგენტოს ზედამხედველი უნდა ჰყავდეს ეროვნული ბანკი და ეს არის დამზღვევი მექანიზმი, რომ მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო თანხები შესაბამისად იქნება განკარგული.