გასულ წელს საქართველოში 53 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შოკოლადი შემოვიდა

2017 წელს საქართველოში შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების მზა პროდუქტების იმპორტმა 53.3 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროდუქტის იმპორტი წლიურად 2.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 50.6 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, 2017 წელს საქართველოში 16 611.5 ტონა; 2016 წელს კი - 15 685.6 ტონა შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი განხორციელდა.