თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა

ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­გითხ­რობთ. სა­არ­ქივო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ათე­უ­ლის შედ­გე­ნა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბი­ა, რად­გან დე­და­ქა­ლაქ­ში მრავ­ლა­დაა უძ­ვე­ლე­სი შე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვთ.

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. თე­ატ­რი კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვი­სა და ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ეკ­ლექ­ტი­ზე­ბულ ბა­რო­კოს სტილ­ში 1899-1901 წლებ­ში "არ­ტის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის" აშენ­და. 1949 წლის 9 ივ­ნისს თე­ატ­რი და­იწ­ვა, გა­დარ­ჩა მხო­ლოდ პროს­პექ­ტზე გა­მო­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი ფა­სა­დი. ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბა მა­ლე­ვე აღად­გი­ნეს. მი­სი კომ­პლექ­სუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია 1982-87 წლე­ბი ჩა­ტარ­და. სა­რეს­ტავ­რა­ციო საქ­მეს სა­თა­ვე­ში არ­ქი­ტექ­ტო­რი ოთარ ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა. თე­ატ­რის ფა­სად­მა ­პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და­იბ­რუ­ნა. ამ­ჟა­მად თე­ატრს სა­მი უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი დარ­ბა­ზი აქვს: დი­დი (786 ად­გი­ლი), მცი­რე (300 ად­გი­ლი) და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი (182 ად­გი­ლი), ასე­ვე სა­კონ­ფე­რენ­ციო და სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი დი­დი "სა­მეჯ­ლი­სო დარ­ბა­ზი", "მცი­რე ფო­ი­ე" და "პა­ტა­რა სას­ტუმ­რო ოთა­ხი".

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი. თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1847 წელს და­იწყო და ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და. 1851 წელს ოპე­რის თე­ატ­რი სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. თბი­ლი­სის არის­ტოკ­რა­ტე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­ი­მობ­დნენ ოპე­რის გახ­სნას. შე­ნო­ბა 800 მა­ყუ­რე­ბელს იტევ­და და თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რით ევ­რო­პის თე­ატ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ძვე­ლი შე­ნო­ბა ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ახა­ლი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და 1896 წელს დას­რულ­და. ღია კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოთხი პრო­ექ­ტი­დან, პე­ტერ­ბურ­გე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ვა­ლენ­ტინ შრე­ტე­რის პრო­ექ­ტმა გა­ი­მარ­ჯვა.

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა. არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის მი­ერ მო­დერ­ნის სტილ­ში დაპ­რო­ექ­ტე­ბულ ულა­მა­ზეს შე­ნო­ბა­ში 1904 წლი­დან ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე უძ­ვე­ლე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. 1917 წელს შე­ნო­ბა ახ­ლად და­არ­სე­ბულ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას გა­და­ე­ცა.

მწე­რალ­თა სახ­ლი. ერ­თ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი შე­ნო­ბა, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ღირს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად მიჩ­ნე­უ­ლი, სო­ლო­ლაკ­ში მდე­ბა­რე მწე­რალ­თა კავ­ში­რის სახ­ლი­ა. შე­ნო­ბა 1928 წლამ­დე ღვი­ნის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლი­სა და მე­ცე­ნა­ტის, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი იყო. შე­ნო­ბა 1905 წელს არ­ქი­ტექ­ტორ­მა კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩევ­მა აა­შე­ნა. მავ­რი­ტა­ნუ­ლი დარ­ბა­ზი, სპარ­სუ­ლი ოთა­ხი ბუხ­რი­თა და ჭრე­ლი ჭე­რით, ფან­ჯრე­ბი­სა და კა­რე­ბის ფე­რა­დი მი­ნე­ბი, ლა­მა­ზი ხის კი­ბე სა­ო­ცარ ჰარ­მო­ნი­ას ქმნის.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი, პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით შენ­დე­ბო­და. მშე­ნებ­ლო­ბა 1900 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­იწყ­ეს და 1906 წელს და­ას­რუ­ლეს. შე­ნო­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა ახალ­გაზ­რდა არ­ქი­ტექ­ტორ სი­მონ კლდი­აშ­ვილს და­ა­ვა­ლეს. კავ­კა­სი­ა­ში, პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1918 წლის 26 იან­ვარს და­არ­სდა".

საკ­რე­ბუ­ლო. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­შია აგე­ბუ­ლი. შე­ნო­ბამ მას შემ­დეგ მრა­ვალ­ჯერ გა­ნი­ცა­და რე­კონ­სტრუქ­ცი­ა. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე, 1879 წლამ­დე ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე სარ­თუ­ლი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი პო­ლი­ცი­ის კან­ცე­ლა­რი­ას ეკა­ვა. 1882-1884 წლებ­ში შე­ნო­ბას რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და. არ­ქი­ტექ­ტორ­მა პავ­ლე შტერ­ნმა შე­ნო­ბა ერ­თი სარ­თუ­ლით აა­მაღ­ლა. 1886 წელს აშენ­და სხდო­მის დარ­ბა­ზი, რო­მელ­საც "წი­თელ დარ­ბაზს" უწო­დე­ბენ".

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო კლა­სი­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში­ა, რო­მე­ლიც 1894 წელს არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტით აშენ­და და მი­სი ფუნ­ქცი­ა თა­ვი­დან­ვე გან­საზღ­ვრუ­ლი იყო. ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი კორ­პუ­სი ერ­თმა­ნეთ­თან ისეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ შე­ნო­ბას მთლი­ა­ნო­ბა­ში ჯვრის ფორ­მა აქვს.  იხილეთ   გაგრძელება