აშშ-მა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზიციას საჩივრით მიმართა.
საქმე ეხება, ევროკავშირის, ჩინეთის, კანადის, მექსიკის და თურქეთის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნებმა ამერიკის მიერ რკინასა და ალუმინზე დაწესებულ საბაჟო გადასახადის საპასუხოდ დააწესეს. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის წარმომადგენლის რობერტ ლეიტჰაიზერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამართლებულია ამერიკის კანონმდებლობით და მსოფლიო ვაჭრობის წესებით“ - აცხადებს ლეიტჰაიზერი. მისი აზრით, ამ ქვეყნების მხრიდან საპასუხო ზომები კი წესებს უგულებელყოფს.
ლეიტჰაიზერის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას მისი ეროვნული ინტერესები და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, ითანამშრომლონ ტრამპის ადმინისტრაციასთან „კონსტრუქციულად“.
კოკა კვირკველია