სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიების Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.
გამოცემის მონაცემებით, მილიარდერის ქონებამ ორშაბათს დილის მდგომარეობით 150 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედეგად კი ბეზოსმა მოხსნა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის რეკორდი, რომელმაც 1999 წელს 100 მილიარდი შეადგინა და ინფლაციის გათვალისწინებით დღეს 149 მილიარდის ტოლფასია.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბეზოსი გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი დედამიწაზე, ყოველ შემთხვევაში 1982 წლიდან მაინც, რა დროიდანაც დაიწყო Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის გამოქვეყნება.
კოკა კვირკველია