Volkswagen-მა დიზელის სკანდალის ლიკვიდაციისთვის ძირითადი ვალდებულებები შეასრულა

გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა მასზე დაკისრებული ძირითადი ვალდებულება, რომელიც გულისხმობდა დეფექტის მქონე დიზელისძრავიან ავტომობილებში პრობლემის აღმოფხვრას, შეასრულა.

როგორც სააგენტო dpa წერს, ავტომწარმოებელმა ხარვეზები 8,5 მილიონი ავტომობილის თითქმის 80%-ში უკვე გამოასწორა. თუმცა დავალების შესრულების მაჩვენებელი ქვეყნებს შორის მკვეთრად განსხვავდება, მაგალითად, გერმანიაში ის 96%-ია, ხოლო რუმინეთში მხოლოდ 36%.

შეგახსენებთ, დიზელის სკანდალში Volkswagen-ი 2015 წელს გაეხვა, როცა გაირკვა, რომ ავტოკონცერნის მიერ წარმოებული დიზელისძრავიანი ავტომობილები აღჭურვილნი იყვნენ მოწყობილობით, რომელიც საშუალებას იძლეოდა დაეწია გამონაბოლქვის მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალურად იყო. შედეგად ავტომობილები თითქოს ყველა მონაცემს აკმაყოფილებდნენ, რეალურად კი ორჯერ აღემატებოდა დაშვებულ ნორმას.

კოკა კვირკველია