გასულ წელს საქართველოდან 2,415 მლნ დოლარის ღირებულების ჩაი და 369 ათასი დოლარის ყავა გავიდა.ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს ექსპორტზე 315.4 ათასი დოლარის (50.4 ტონა) ხსნადი და 53.6 ათასი დოლარის ღირებულების (8.5 ტონა) ყავა (მარცვლები, დაფქვილი) გავიდა.
რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, წინა წელს საქართველოში 17.2 მლნ დოლარის ღირებულების ხსნადი ყავა და 17.1 მლნ დოლარის მარცვალი ან დაფქვილი ყავა შემოვიდა. აქედან, საქართველოში 2017 წელს იმპორტირებული ხსნადი ყავის რაოდენობამ 3 675.4 ტონა; მარცვალი ან დაფქვილი ყავის იმპორტმა კი - 5 857.7 ტონა შეადგინა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.4 მილიონი დოლარის (1 821 ტონა) მწვანე ჩაი და 1.1 მლნ დოლარის ღირებულების (449.5 ტონა) შავი ჩაი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, 2017 წელს საქართველოში 6.6 მლნ დოლარის ღირებულების (2 101.1 ) შავი ჩაი და 900.5 ათასი დოლარის (521.5 ტონა) მწვანე ჩაი შემოვიდა.