თბილისში დევოპსის კონფერენცია გაიმართება

თბილისში პირველად დევოპსის კონფერენცია - DevOps Inspire გაიმართება. კონფერენციაზე უცხოელი სპიკერები მეთოდოლოგიის, საუკეთესო მიდგომების და წარმატების ისტორიების შესახებ ისაუბრებენ.

დევოპსი არის უახლესი მეთოდოლოგია, რომლითაც წამყვანი უთხოური კომპანიები: ამაზონი, ტექფლიქსი, ფეისბუქი, HP, sony, Adobe და ა. შ იყენებენ თავიანთი IT დეპარტამენტების სამართავად და ახერხებენ, რომ გიგანტური რესურსები სტარტაპის ეფექტურობით მართონ.

შედეგად, მაგალითისთვის, ამაზონი დევოპსის მეშვეობით ციფრული პროდუქტების განახლებას საშუალოდ ყოველ 11.6 წამში ერთხელ უშვებს, როცა ტრადიციული მეთოდით განახლების გამოშვებას კვირები ან თვეებიც შეიძლება დასჭირდეს.

ასეთი შედეგი აიტი დეპარტამენტში აპლიკაციის წარმოების პროცესის და შემდეგ მისი მხარდაჭერის მაქსიმალური ავტომატიზაციით მიიღწევა. მაგალითად, HP LaserJet-მა მაქსიმალური ავტომატიზაციით შეძლო გამოეთავისუფლებინა დეველოპერების რესურსი არაპროდუქტიული ოპერაციებიდან და შედეგად ისინი ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე 700% -ით მეტ დროს ხარჯავენ.

„ჩვენ გვინდა მეთოდოლოგია და ავტომატიზაციის მექანიზმები, რომლებსაც ლიდერი აიტი კომპანიები იყენებენ უცხოეთში, ქართულ ბაზარს გავაცნოთ და დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი მათთვისაც ხელმისაწვდომია. DevOps Inspire კონფერენციას ჩვენი კომპანია მომავალშიც გააგრძელებს, რათა ადგილობრივ ბაზარს IT დეპარტამენტის მართვის ინოვაციური მიდგომები ვაჩვენოთ“ - აცხადებს DevOps Solutions Advisor in HT Solutions-ში ნინო გვაზავა.

DevOps Inspire-ის კონფერენცია 25 ივლისს გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: