სტიკერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კომპანია Apple-მა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 70 ახალ სტიკერს შექმნის.
ისინი საპროგრამო უზრუნველყოფის ავტომატურად განახლების შემდეგ უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება iPhone-ზე, iPad-ზე, Apple Watch-სა და Mac-ზე.
„სტიკერის ახალი სახეობები შეიქმნება Unicode 11.0-ის ბაზაზე, მათ შორისაა სხვადასხვა ვარცხნილობის მქონე „სმაილიკების“ მეტი ვარიანტი: ჟღალთმიანი, ჭაღარა და ხუჭუჭა თმებით, ახალი სიმბოლო მელოტებისთვის და ახალი „სმაილიკები“, რომლებიც მიმოწერას გახდიან უფრო მეტად გამომხატველობითს“ - აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ამისა, შემქმნელები გააფართოვებენ სპორტის სახეობის, ცხოველების, საკვები პროდუქტებისა და სუპერგმირების სიმბოლოებს.
კოკა კვირკველია