აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გამოიკვლიოს იმპორტირებული ურანის მიერ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა.
როგორც Bloomberg წერს, ამ გამოძიების შედეგი შესაძლოა, ამ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება გახდეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადმინისტრაციას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი მიიღოს პროტექციონისტული ზომები აშშ-ში იმპორტირებულ ურანზე, რათა დაიცვას ისეთი ადგილობრივი კომპანიები როგორებიცაა Energy Fuels და Ur-Energy. იანვარში ამ კომპანიებმა სარჩელით მიმართეს ვაჭრობის სამინისტროს, რათა გაერკვნენ იმ საკითხში, რომელიც ვაჭრობის გაფართოების შესახებ 232-ე მუხლის დარღვევას ეხება. ეს ნორმა უფლებას აძლევს პრეზიდენტს დააწესოს სავაჭრო ბარიერები უცხოური კომპანიებისთვის, თუ ის გამართლებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
როგორც გამოცემა აზუსტებს, სწორედ ამ აქტით ახსნა ტრამპის ადმინისტრაციამ რკინასა და ალუმინზე ახალი გადასახადების დაწესება.
ამ ეტაპზე ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს.
კოკა კვირკველია