აშშ-მა უარყო საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ყველა თხოვნა, მოეხსნა შეზღუდვები მათი კომპანიებისთვის, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ.
ამის შესახებ სააგენტო AFP საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა ივნისის დასაწყისში მიმართვა გაუგზავნეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს, სადაც ითხოვდნენ უარი ეთქვათ სანქციებზე ფრანგული, გერმანული და ბრიტანული კომპანიებისთვის ირანში.
წყაროს თქმით, ვაშინგტონმა „არ დააკმაყოფილა არცერთი თხოვნა“ და საპასუხო წერილში მოითხოვა პარიზისგან, ლონდონისგან და ბერლინისგან წინ აღუდგნენ ირანის მზაკვრულ პოლიტიკას. მნუჩინმა და პომპეომ ისიც განაცხადეს, რომ ირანის ცენტრალურ ბანკს თვლიან არალეგალურად და მოითხოვეს ევროპულმა ბანკებმა გაწყვიტონ მათთან ნებისმიერი კავშირები.
კოკა კვირკველია