„ბილაინმა“ ახალ მაღაზიაში Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზება წარადგინა

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, პეკინის გამზ. 17-ში, „ბილაინის“ ახლადგახსნილ მაღაზიაში Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპაციალური შეთავაზება წარადგინა.„16 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ „ბილაინის“ მაღაზიებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Huawei Y5 (2017) სპეციალურ ფასად - 299 ლარად შეიძინოს. ხსენებული ფასი მოქმედია ერთიანი გადახდისას, განვადების შემთხვევაში ასევე სპეციალური ფასებია ძალაში: 12- თვიანი განვადებისას 28.75 ლ/თვეში; 18 - თვიანი განვადებისას 19.84 ლ/თვეში და 24 - თვიანი განვადებისას 15.76 ლ/თვეში. Huawei Y5 (2017) შეძენისას, მომხმარებელი „ბილაინისგან“ საჩუქრად მიიღებს თვეში 5 გბ მობილურ ინტერნეტს, სამი თვის განმავლობაში.

ტელეფონის შესაძენად მომხმარებელმა „ბილაინის“ მაღაზიებს უნდა მიმართოს.

საქართველოს მასშტაბით „ბილაინს“ 36 მაღაზია აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.