პროექტის "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში, მოქალაქეების რამდენიმე წინადადების განხორციელება უკვე დავიწყეთ,"- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა ქალაქის მართვაში ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ამ მიმართულებით, იქმნება შესაბამისი პლატფორმები, რათა მოქალაქეებს მივცეთ თავიანთი იდეების და ხედვების წარმოდგენის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია "შენი იდეა ქალაქის მერს", სადაც საკმაოდ საინტერესო წინადადებები შემოდის. რამდენიმე მათგანის განხორციელება უკვე დავიწყეთ და მგონია, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ქალაქის მართვაში,"- განაცხადა კახა კალაძემ.