ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 64 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.030 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.016 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.