AXIS-ი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გუნდს შეუერთდა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრი გახდა.

კომპანია „აქსისის“ ცნობით, „აქსისი“ პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც EUGBC-ს შეუერთდა, რაც კიდევ ერთი აღიარებაა „აქსისის“, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე, სტაბილური ქართული ბრენდის, რომელიც ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს.

EUGBC-ის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშეწყობა და საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გარღმავება.

„EUGBC, როგორც ქვეყნის წამყვანი ევროპული ბიზნეს ასოციაცია, აძლიერებს როლს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში“, – აცხადებენ კომპანიაში.