Rolls Royce-მა მფრინავი ტაქსის პროექტი წარადგინა

ბრიტანულმა სამრეწველო ჯგუფმა Rolls Royce-მა ბრიტანულ ქალაქ ფარნბოროუში მფრინავი ტაქსის პროექტი წარმოადგინა.

როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, მფრინავ აპარატს შეუძლია 4-5 ადამიანის გადაყვანა 800 კილომეტრის მანძილზე 400 კმ/სთ სიჩქარით. მას ექვსი პროპელერი ექნება, რომელთაგან ოთხი ვერტიკალური ფრენის საშუალებას იძლევა.

როგორც გაირკვა, პირველი პროტოტიპი უკვე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.

Rolls Royce - ეს არის ბრიტანული ავიაძრავების მწარმოებელი კომპანია, მათ შორის Airbus და Boeing-ისთვის და არანაირი შეხება არ აქვს იგივე სახელწოდების მქონე ავტომობილების მწარმოებელ ასევე ბრიტანულ კომპანიასთან, რომლის მფლობელია გერმანული BMW.

კოკა კვირკველია