საქართველო, უკრაინა, მონტენეგრო, ალბანეთი და ნორვეგია ევროკავშირის იმ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატნენ, რომლებსაც სანქციები აქვთ დაწესებული ყირიმის წინააღმდეგწერს რუსული პრესა ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, ივნისში ევროკავშირმა ერთი წლით, 2019 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა შემზღუდავი ზომები ყირიმის მისამართით. „ამ გადაწყვეტილებას შეუერთდა 5 ქვეყანა, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ საკუთარი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, - წერია განცხადებაში.
კოკა კვირკველია