საქართველოში თვეში 500 ლარამდე ხელფასს 286 ათასზე მეტი ადამიანი იღებს -დასაქმებულთა 0,4%-ის ანაზღაურება კი 16 ათასს აღემატება

საქართველოში ყველაზე მეტი - 286,859 ადამიანი თვეში 500 ლარამდე ხელფასს იღებს. შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს დაქირავებით დასაქმებულთა 34,7%-ია.500-დან 1000 ლარამდე ანაზღაურება აქვს - 239,210 ადამიანს ანუ 28,9%-ს; 15,5% ანუ 127,708 ყოველთვიური ანაზღაურება - 1000-1500 ლარამდე მერყეობს; 60,546 ადამიანის შემოსავალი კი 1500-2000 ლარის ფარგლებშია.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2000 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავალს საქართველოში - 32,765 ადამიანი იღებს; 2500-დან 3000 ლარამდე - 19,219 ფიზიკური პირი; 3000-3500 ლარის ფარგლებში მერყეობს 13,194 ადამიანი შემოსავალი; 3500-4000 ლარამდე ანაზღაურებას კი - 9,807 ადამიანი იღებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი თვიურად - საქართველოში 3,681 ადამიანს ანუ დასაქმებულთა 0,4%-ს აქვს. 12 ათასიდან 16 ათას ლარამდე ხელფასს იღებს - 2,132 ადამიანი; 8 000-დან 12 ათას ლარამდე - 5,530; ხოლო 4 000-დან 8000 ლარამდე შემოსავალი კი თვეში 25,753 ადამიანს აქვს.

bpn